ბაქრაძე ჯვრის მონასტრის საკითხს ისრაელში ვიზიტისას განიხილავს
ბაქრაძე ჯვრის მონასტრის საკითხს ისრაელში ვიზიტისას განიხილავს
13:14 12.03.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საკითხს ისრაელში ოფიციალურად კიდევ ერთხელ დააყენებს.  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

კალანდაძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტისას თავის ებრაელ კოლეგას შეხვდება და სხვა თემებთან ერთად ჯვრის საკითხზეც პრობლემაზეც ისაუბრებს.

კალანდაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებათაშორის დონეზე მუშაობა მიმდინარეობს.

ასევე მან აღნიშნა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი ოფიციალურ დონეზე პრეზიდენტმა უკვე დააყენა.

ბეჭდვა