მაია ფანჯიკიძე - ხელისუფლება უკან იხევს
მაია ფანჯიკიძე - ხელისუფლება უკან იხევს
12:28 12.03.2012
"ქართული ოცნების" პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ხელისუფლება უკან იხევს. აღნიშნული განცხადებით, "ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე  ბრალდებული სოსო ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხზე განცხადება გააკეთეს და ყველა დამნაშავის დასჯა მოითხოვეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა უკან დაიხია.

"პოლიციის უფროსი გიორგი ხარშილაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება "ქართული ოცნების" გამოჩენის შემდეგ უკან იხევს" - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

მან დღევანდელ ბრიფინგზე რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის შესაძლო გადაცემაზეც ისაუბრა.

"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქალაქის ცენტრში არსებული სასწავლებლების შენობები უნდა გასხვისდეს. მათი გაყიდვის ან ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის და სასწავლებელბის არასამეწარმეო იურიდიულ პირად გახდომის შემთხვევაში, უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია დაიკარგება" - განაცხადა ფანჯიკიძემ.


ბეჭდვა