"ქრისტიან–დემოკრატების" ლიდერები სტრასბურგში გაემგზავრნენ
"ქრისტიან–დემოკრატების" ლიდერები სტრასბურგში გაემგზავრნენ
10:57 12.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები სტრასბურგში გაემგზავრნენ.  
ისინი საფრანგეთში ევროპარლამენტის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ფრთამ მიიწვია.
"ქრისტიან–დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტების ინტერესი დიდია. შესაბამისად, შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა სწორედ არჩევნები იქნება.
ასევე, საუბარი შეეხება ევროინტეგრაციისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხებს.
ვიზიტი 15 მარტს დასრულდება.

ბეჭდვა