ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე დღეს ყირგიზ კოლეგას შეხვდება.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში იგეგმება.
როგორც "ნიუსპრესს" ვიცე პრემიერის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეს-კონფერენციაც გაიმართება.
ვიცე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოში ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია ჩამოდის. მასში განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და ტურიზმის, ახალგაზრდობის, შრომისა და დასაქმების და სოციალური განვითარების მინისტრები, ასევე, სხვა მაღალი თანამდებობის პირები შედიან.
