უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ნალექი კვლავ თოვლის სახით შენარჩუნდება.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, დღეიდან აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ ზოგიერთ რაიონში მოთოვს.
14 მარტიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა - 0 +1 გრადუსამდე დაეცემა. იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსების ცნობით, ნალექი თოვლის სახით, საქართველოს უმეტეს რაიონში 18 მარტამდე იქნება.
