დავითაია ევროსაბჭოში ჩრდილო-კავკასიელ დევნილებზე ისაუბრებს
დავითაია ევროსაბჭოში ჩრდილო-კავკასიელ დევნილებზე ისაუბრებს
10:24 12.03.2012
პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია მიმდინარე კვირაში ევროსაბჭოში ჩრდილო-კავკასიელ დევნილებზე ისაუბრებს.
როგორც მან "ნიუსპრესს"განუცხადა, რომ ევროსაბჭოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩრდილო კავკასიის დევნილების საკითხი განიხილება. მომხსენებელი სხდომაზე ევროსაბჭოს ლიბერალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრი მარსელიეზე ბეკი იქნება.
პაატა დავითაია ყურადღებას ჩრდილო-კავკასიელ დევნილებზე გაამახვილებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

ბეჭდვა