პარლამენტი საპენსიო რეფორმაზე იმსჯელებს
პარლამენტი საპენსიო რეფორმაზე იმსჯელებს
10:22 12.03.2012
საპენსიო პაკეტს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები მიმდინარე კვირაში განიხილავენ.
საპენსიო კანონმდებლობა საპენსიო და სოციალურ პაკეტს მოიცავს, რომლის მიხედვითაც პენსიების დანიშვნის პროცედურა მარტივდება.
სხდომაზე დეპუტატები რამდენიმე ახალ კანონპროექტსაც განიხილავენ. მათ შორისაა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც რელიგიური, ეროვნული, რასობრივი და სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას ეხება.
მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტში პრეზიდენტის ინიციატივით სარატიფიკაციოდ წარდგენილ რამდენიმე ხელშეკრულებასაც განიხილავენ.

ბეჭდვა