აფხაზეთში 22 საარჩევნო ოლქში ე.წ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება
აფხაზეთში 22 საარჩევნო ოლქში ე.წ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება
15:48 11.03.2012
დე-ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, აფხაზეთის ე.წ საპარლამენტო არჩევნებში, 35 საარჩევნო ოლქიდან ამომრჩეველთა ხმების  საჭირო რაოდენობა დეპუტატობის კანდიდატებმა მხოლოდ 13-ში მიიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "აპსნი პრესი" ავრცელებს.
დე-ფაქო აფხაზეთის ე.წ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბათალ ტაბაღუას ცნობით, იმ ოლქებში სადაც, დეპუტატობის კანდიდატებმა ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე ნაკლები დააგროვეს, მეორე ტური ჩატარდება.
მეორე ტური სულ 22 ე.წ საარჩევნო ოლქში 24 მარტს იგეგმება.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახლადარჩეულ 13 დეპუტატს შორისაა ოპოზიციური პარტიის "ეროვნული ერთობის ფორუმის" ლიდერი რაულ ხაჯიმბა.
ე.წ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა ამომრჩეველთა 44,50%-მა მიიღო.
ტაბაღუას თქმით, საარჩევნო კამპანიისთვის 10,5 მილიონი რუბლი იყო გამოყოფილი, თუმცა, თანხა მთლიანად არ გახარჯულა.
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 35 ადგილზე 148 კანდიდატი იბრძვის.

ბეჭდვა