მომავალ კვირაში პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილს ელოდებიან.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე 13 მარტს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიას განიხილავენ. სწორედ ამ სხდომაზეა ტყეშელაშვილი მიწვეული.
იგი საკანონმდებლო ორგანოში ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე სამუშაობის შესახებ ინფორმაციას წარადგენს.
