დავითაია ევროსაბჭოში ჩრდილო-კავკასიელ დევნილებზე ისაუბრებს
დავითაია ევროსაბჭოში ჩრდილო-კავკასიელ დევნილებზე ისაუბრებს
14:02 11.03.2012
პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია ევროსაბჭოში ჩრდილო-კავკასიელ დევნილებზე ისაუბრებს.
როგორც მან "ნიუსპრესს"განუცხადა, რომ ხვალ ევროსაბჭოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩრდილო კავკასიის დევნილების საკითხი განიხილება. მომხსენებელი სხდომაზე ევროსაბჭოს ლიბერალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრი მარსელიეზე ბეკია.
პაატა დავითაია ყურადღებას გაამახვილებს ჩრდილო-კავკასიელ დევნილებზე, რომლებიც რუსეთის პოლიტიკის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ბეჭდვა