თორნიკე კილანავა - აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არაკანონიერი და ცინიკური იყო
თორნიკე კილანავა - აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები არაკანონიერი და ცინიკური იყო
11:24 11.03.2012
ოკუპირებული აფხაზეთში გუშინ ჩატარებულ ე.წ არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა ნულს გაუტოლდა. ამის შესახებ "ნიუსპრესს" სამეგრელოსა და ზემო სვანეთში აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განუცხადა.
მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. არჩევნებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა, საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის აქტივობა ფაქტობრივად არ შეიმჩნეოდა.
"ჩატარებული ე.წ. არჩევნები უაღრესად არაკანონიერი და ცინიკური იყო. მაშინ, როდესაც მოსახლეობის 60%-ზე მეტი ძალის გამოყენებით საკუთარი სახლებიდან გამოძევებულია, არჩევნების კანონიერ ჩატარებაზე საუბარი ზედმეტია " - განაცხადა კილანავამ.
ამასთან, მისი თქმით, ენგურის ე.წ საზღვარზე მოსახლეობის გადასვლა კვლავ შეფერხებულია.
დე-ფაქტო აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში 35 ადგილზე 148 კანდიდატი იბრძვის. არჩევნების შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

ბეჭდვა