აგრარულ უნივერსიტეტს განახლებული სასწავლო ბაზა ექნება
აგრარულ უნივერსიტეტს განახლებული სასწავლო ბაზა ექნება
10:15 11.03.2012
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები განახლებული სასწავლო-სამეცნიერო ბაზით ისარგებლებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე და სასოფლო სამეურნეო სექტორში მომუშავე მრავალპროფილიანი კომპანია "ჩირინას" დირექტორი რევაზ ვაშაკიძე მოაწერენ ხელს.
თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია "ჩირინა" აგრარულ უნივერსიტეტში 3 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მარცვლეულის საშრობი და სასაწყობე მეურნეობა მოეწყობა.

ბეჭდვა