პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ახალგაზრდული ფრთა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ მოძრაობას მორალურ მხარდაჭერას უცხადებს.
აღნიშნულის შესახებ, "თეთრები" "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთისა და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების აქციას - "მე ვარ თავისუფალი მოქალაქე" - განცხადებით გამოეხმაურნენ.
"კმაყოფილებას გამოვთქვამთ, რომ ამ აქციაში მონაწილეობდა ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი და ჩვენი მეგობარი ბევრი გულანთებული ახალგაზრდა, ვთვლით, რომ მათ ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლიათ სამშობლისათვის" - აცხადებენ "თეთრების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.
პოლიტიკურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს.
