საქართველოში ყველაზე მდიდარმა ბიზნესმენმა რამდენიმე ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა "LegalTimes" აქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ლობისტური კომპანია "Patton Boggs"-თან გააფორმა კონტრაქტი. ის ასევე თანამშრომლობს კომპანიებთან - BGR Group, National Strategies and Parry, Romani და DeConcini & Symms.
დოკუმენტების თანახმად, Parry Romani-ის კომპანიები "ქართული ოცნების" პოლიტიკური აქტივობების ამაღლებას და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესში მათ მონაწილეობას უწევს ლობირებას.
კომპანიებმა ივანიშვილთან ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოაქვეყნეს.
გასული წლის ნოემბერში ხელმოწერილი კონტრაქტის პირობების თანახმად, ივანიშვილი ლობისტურ კომპანია "BGR Groups"-ს თვეში 25 000 აშშ დოლარს უხდის.
"LegalTimes"-ის ინფორმაციით, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი 6,4 მილიარდის მფლობელია. ამერიკაში მასშტაბური ლობისტური კამპანია კი მან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.
