აფხაზეთში დღეს დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები იმართება
აფხაზეთში დღეს დე-ფაქტო საპარლამენტო არჩევნები იმართება
11:13 10.03.2012
დღეს აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება.
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატის 35 მანდატისთვის 148 კანდიდატი იბრძოლებს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, არჩევნებამდე ორი დღით ადრე ორმა კანდიდატმა - ცუგურიანმა და მარკოსიანმა თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს.
114 კანდიდატი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი, 34 კი პოლიტიკური პარტიების მიერ. აქედან 11-11 კანდიდატი წარადგინეს "ედინაია აბხაზიამ" და "აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა" 6-6 კანდიდატი კი - "კომპარტიამ" და "აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ფორუმმა".
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა შორის - 16 ქალია.

ბეჭდვა