"ქრისტიან-დემოკრატები" მიკრობიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან
"ქრისტიან-დემოკრატები" მიკრობიზნესის წარმომადგენლებს შეხვდებიან
10:08 10.03.2012
"ქრისტიან–დემოკრატების" ლიდერები გიორგი თარგამაძე და ჯაბა სამუშია დღეს მეტროსადგურ "ახმეტელთან", სავაჭრო ცენტრ "მარიამში" განთავსებულ ერთ-ერთ სილამაზის სალონში შეხვედრას გამართავენ.
ისინი შეხვედრაზე გარკვეული კატეგორიის მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადის შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრებენ.
როგორც ჯაბა სამუშიამ "ნიუსპრესს" განუცხადა, მიკრობიზნესში ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადის დაწესების ინიციატივა "ქრისტიან-დემოკრატებს" ეკუთვნით. ამ ეტაპზე, ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ამზადებენ.
ჯაბა სამუშიას თქმით, მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესება მათ ბუღალტერიასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას თავიდან აარიდებს.

ბეჭდვა