ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ რეგისტრატორების უფლებებზე იმსჯელა
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიამ რეგისტრატორების უფლებებზე იმსჯელა
18:52 09.03.2012
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ დღეს მორიგი სხდომა გამართა.

კომისის წევრთა განცხადებით, პროექტ "კარდაკარის" განხორციელების დროს რეგისტრატორებს პოლიტიკური სუბიექტების აგიტაცია და რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანება ეკრძალებათ.

რეგისტრატორები დღეიდან რეგიონულ წარმომადგენლობებში გადანაწილდებიან. რეგისტრაციის დროს დარღვევების მინიმუმამდე დასაყვანად კი, ისინი სპეციალური გადამზადების კურსს გაივლიან.

ქვეყნის მასშტაბით 11 100 რეგისტრატორისთვის ტრენინგები 20 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.

ბეჭდვა