სააკაშვილი - საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ყველა პირობა უნდა შეიქმნას
სააკაშვილი - საგაზაფხულო სამუშაოებისთვის ყველა პირობა უნდა შეიქმნას
17:58 09.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ ბერბუკში რუსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა.
პრეზიდენტის "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ოჯახის პრობლემებით დაინტერესდა და მის წევრებს ახალ ინიციატივებზე ესაუბრა.
იგი 18 წლამდე მოზარდებისა და პენსიონერების ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებს შეეხო.
პრეზიდენტმა ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების აუცილებლობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის გლეხებს ყველა პირობა უნდა ჰქონდეს შექმნილი.

ბეჭდვა