"ქალთა პარტიამ" დღეს გამართულ ყრილობაზე თავმჯდომარედ, გუგული მაღრაძის ნაცვლად, ხათუნა მაჭავარიანი აირჩია.
ყრილობაზე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ გუგული მაღრაძემ ოთხწლიანი მუშაობა შეაფასა.
მისი თქმით, ქალთა პარტია 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის სუბიექტის სახით მიიღებს .
"ხოლო ის, თუ რა სახე ექნება გაერთიანებულ ოპოზიციას, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი" - განაცხადა მაღრაძემ.
ყრილობაზე მოქალაქეთა დასაქმების საკითხთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც ისაუბრეს.
"მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მოქალაქეთა დასაქმებისთვის პროგრამებს უნდა ახორციელებდეს. ერთთვიანი სტუდენტური დასაქმების პროგრამა ბლეფი და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია" - აღნიშნა მაღრაძემ.
პარტიის დელეგატების თქმით, ქვეყანაში ქალთა უმრავლესობის ცოდნა რეალიზებული არ არის.
