მაია ფანჯიკიძე - "ქართულ ოცნებას" "სახალხო კრებისთვის" ვიდეოჩანაწერი ტექნიკური პრობლემების მიზეზით არ გადაუცია
მაია ფანჯიკიძე - "ქართულ ოცნებას" "სახალხო კრებისთვის" ვიდეოჩანაწერი ტექნიკური პრობლემების მიზეზით არ გადაუცია
16:46 09.03.2012
"ქართულ ოცნებას" "სახალხო კრებისთვის" ივანიშვილთან შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ამ დრომდე ტექნიკური პრობლემების მიზეზით არ გადაუცია.  ამის შესახებ "ნიუსპრესს" კოალიცია "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ტექნიკური მიზეზით ვერ მოხერხდა ჩანაწერის გადაცემა. ალბათ, ეს პრობლემა დღის ბოლომდე გამოსწორდება და "სახალხო კრება" დაპირებულ ჩანაწერს მიიღებს" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
"ქართულ ოცნებაში" გუშინ განაცხადეს, რომ მოთხოვნის შესაბამისად შეხვედრის სრული ჩანაწერის გამოქვეყნება შეუძლებელია და ისინი მას "სახალხო კრებას" გადასცემდნენ. როგორც "ნიუსპრესს" კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, მათ შეხვედრის ჩანაწერის ის ნაწილი გამოაქვეყნეს, რომელიც საჭიროდ ჩათვალეს.

ბეჭდვა