ლაშა ტუღუში - ხელისუფლება საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსების იყენებს
ლაშა ტუღუში - ხელისუფლება საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსების იყენებს
16:33 09.03.2012
გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი ლაშა ტუღუში საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში დაუყოვნებლივ ჩამოსვლას აუცილებლობად მიიჩნევს.  
როგორც მან "ნიუსპრესთან" საუბრისას განაცხადა, ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს.
"ჩართეთ ნაციონალური არხები - პირდაპირ საარჩვენო კამპანია მიმდინარეობს" - აღნიშნა ტუღუშმა.
იგი განმარტავს, რომ თუ საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში დაუყოვნებლივ არ ჩამოვლენ, სამართლიანი არჩვენების ჩატარება გართულდება.
გაზეთი "რეზონანსი" კამპანიის "ეს შენ გეხება" მონაწილე მედიაორგანიზაციაა. საერთაშორისო დამკვირვებლების დაუყოვნებლივ მოწვევის მოთხოვნით მიმართვა კამპანიის მონაწილეებმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიტანეს.

ბეჭდვა