"ამომრჩეველთა ლიგა" ოპოზიციონერ დეპუტატებს პრეზიდენტის გამოუქვეყნებელ განკარგულებებზე ყურადღებას ურჩევს
"ამომრჩეველთა ლიგა" ოპოზიციონერ დეპუტატებს პრეზიდენტის გამოუქვეყნებელ განკარგულებებზე ყურადღებას ურჩევს
15:47 09.03.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს პრეზიდენტის გამოუქვეყნებელ განკარგულებებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.  ამის შესახებ ჩიკვაიძემ პარლამენტში ფრაქციასთან ,,ერთობა სამართლიანობისთვის" დიპკორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ჩიკვაიძემ აღნიშნა, არსებობს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ისეთი განკარგულებები, რომლებიც არც გამოქვეყნდა და არც შესაბამისი უწყებები გასცემენ მათ შესახებ ინფორმაციას.
"არ გამკვირვებია, როცა სააკაშვილმა თქვა, რომ მისი ქონებრივი დეკლარაცია მთელი საქართველოა. მას აქვს უფლება პირდაპირი მიყიდვის წესით გასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება. შესაბამისად, ის მთელი ქვეყნის ქონებას სურვილისამებრ განკარგავს" - დასძინა ჩიკვაიძემ.

ბეჭდვა