გიორგი თარგამაძე პოლიტიკური დებატების ერთ-ერთ შედეგად მიხეილ ალექსიძის განათლების საკითხს ასახელებს
გიორგი თარგამაძე პოლიტიკური დებატების ერთ-ერთ შედეგად მიხეილ ალექსიძის განათლების საკითხს ასახელებს
15:29 09.03.2012
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე პოლიტიკური დებატების ერთ-ერთ ძირითად შედეგად სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის განათლების საკითხს ასახელებს.  
მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას დებატებზე მოსწავლის საკითხის დასმის შემდეგ, თბილისის ხუთმა საჯარო სკოლამ მისი მიღების სურვილი გამოთქვა.
"53-ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლე განათლების გარეშე არ დარჩება", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო დებატების შემდეგ რეგიონებსა და სოფლებში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის პროგრამის ირგვლივ პრობლემების მოგვარებაც დაიწყო. ხელისუფლებამ ბანკებთან შეთანხმებას მიაღწია და ფერმერებს სესხის დასაფარად გარკვეული შეღავათები დაუწესდათ.

ბეჭდვა