"კორუფციულ რვაფეხას" საზოგადოებრივი ცენტრი შეისწავლის
"კორუფციულ რვაფეხას" საზოგადოებრივი ცენტრი შეისწავლის
15:07 09.03.2012
პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციაში მონაწილეობის შესასწავლად შესაძლოა, საზოგადოებრივი ცენტრი შეიქმნას.  ამის შესახებ პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრების შეხვედრაზე განაცხადა.
ბაღათურიამ ელჩებს ქართველ მაღალჩინოსანთა საქმიანობის "კორუფციული რვაფეხის" სქემა ე.წ სლაიდების სახით აჩვენა.
შეხვედრაზე ბაღათურიამ საკითხის შესასწავლად პარლამენტის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც დასვა.
დიპკორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საპარლამენტო კომისიის გარდა კიდევ რა ინსტრუმენტებს გამოიყენებენ დეპუტატები ელიტური კორუფციის გამოსავლენად.
ბაღათურიას თქმით, ამ ფაქტებს, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაბლოკვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ცენტრი შეისწავლის. ცენტრში ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები გაერთიანდებიან, დეპუტატები კი, თავიანთი სტატუსის გამოყენებით, სახელმწიფო სტრუქტურებიდან სათანადო დოკუმენტაციას გამოითხოვენ.

ბეჭდვა