პარლამენტში იმერეთის რეგიონში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს
პარლამენტში იმერეთის რეგიონში შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს
14:51 28.12.2012
იმერეთის რეგიონში მოქმედი საწარმოებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შედეგად შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომას ადგილობრივი მეწარმეები, ჯანდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექსპერტ-სპეციალისტები დაესწრნენ. შემუშავებული იქნა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო კომიტეტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა უსწრაფესად და უმოკლეს ვადაში მოხდეს დღეისათვის არსებული პრობლემების მოგვარება.

„იმერეთის რეგიონში მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი დაბინძურების ფონი მეტად სავალალო და კატასტროფულია. აუცილებელია უმოკლეს დროში მოიძებნოს გამოსავლის გზები, რათა არსებული დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი და გარემო იქნეს მოწესრიგებული“ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა.

ბეჭდვა