პარლამენტი დედაქალაქს სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს დაუბრუნდება
პარლამენტი დედაქალაქს სავარაუდოდ გაზაფხულის ბოლოს დაუბრუნდება
12:37 28.12.2012
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის თბილისში, ძველ შენობაში, დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება გაზაფხულის ბოლოს იქნება მიღებული.

ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან რთულია მუდმივად ქუთაისსა და თბილისს შორის გზაში ყოფნა, ისევე როგორც პარლამენტის წევრებისთვის და პარლამეტის აპარატის თანამშრომლობისთვის, ასევე მედიის წარმომადგენლებისთვისაც. გაზაფხულის ბოლოს პარლამენტი ალბათ მიიღებს გადაწყვეტილებას რომ დაუბრუნდეს ძველ შენობას, თუმცა ჩვენ ქუთაისს სრულად არ დავტოვებთ, და ამ შენობის ფუნქციონირების საკითხსაც პარალელურ რეჟიმში გადავწყვეტთ.

ამ თემაზე პარლამეტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და ცვლილებებს სავარაუდოდ თებერვალში განვიხილავთ.

ჩვენ პარალელურ რეჟიმში, უკვე დავიწყეთ თბილისში, შენობის წესრიგში მოყვანის საჭირო სამუშაოები. შენობა გადაცემულია პარლამენტის ბალანსზე, გამოცხადდა ტენდერი, რომლითაც გამოვლინდნენ კომპანიები, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებენ“-განაცხადა უსუფაშვილმა.

ბეჭდვა