ივანიშვილი მზადაა სააკაშვილს მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა ვადაზე ადრე მისცეს
ივანიშვილი მზადაა სააკაშვილს მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა ვადაზე ადრე მისცეს
11:31 28.12.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის მზადაა მიხეილ სააკაშვილს მთავრობის გადაყენებისა და სურვილის შემთხვევაში, პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა ვადაზე ადრე მისცეს.

კანონის მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნას 6 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

„საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობას შევცვლით. ამას სჭირდება ორი მესამედი და ჩვენ ამის პრობლემა არ გვექნება. ჩვენ ვუმოკლებთ ვადას, დაითხოვოს მთავრობა და თუ ამას პარლამენტი არ დაუმტკიცებს, დაითხოვოს პარლამენტიც. დანიშნოს ახალი არჩევნები, მოვიდეს ახალი გუნდი, რომელსაც ხალხი აირჩევს და ამ გუნდს წარუდგინოს ახალი მთავრობა დასამტკიცებლად“-განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერის მიერ ეს უკვე მეორე განცხადებაა, როცა მან პარლამენტის დათხოვნის შესახებ თანხმობა, მედიასთან დააფიქსირა.

ბეჭდვა