ოპოზიცია მერაბიშვილს, ზოდელავასა და ბეჟაშვილს პარლამენტში იწვევს
ოპოზიცია მერაბიშვილს, ზოდელავასა და ბეჟაშვილს პარლამენტში იწვევს
14:42 09.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურორსა და კონტროლის პალატის თავმჯდომარეს იწვევს.
ფრაქციის წევრის, "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პრეზიდენტისა და მაღალი თანამდებობის სხვა პირების კორუფციული საქმიანობის განხილვა პარლამენტში უნდა მოხდეს.
"თანამდებობის პირების კორუფციული საქმიანობა ღია ეთერში უნდა განვიხლოთ. სამთავრობო საათზე მოწვეულ პირებს უნდა მიეცეთ კონკრეტული დავალებები, თუ რა უნდა გააკეთონ კორუფციის აღმოსაფხვრელად" - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ჯონდი ბაღათურიამ.
მომავალ კვირას, პარლამენტის სხდომაზე ბაღათურია მოითხოვს სამთავრობო საათზე ვანო მერაბიშვილთან, მურთაზ ზოდელავასა და ლევან ბეჟაშვილთან ერთად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელიც მიიწვიონ.
დღეს ბაღათურიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს მაღალჩინოსანთა კორუფციული სქემა გააცნო და პარლამენტის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

ბეჭდვა