ბიძინა ივანიშვილი - სასაზღვრო საკითხებს ყოველგვარი სკანდალის გარეშე მოვაგვარებთ
ბიძინა ივანიშვილი - სასაზღვრო საკითხებს ყოველგვარი სკანდალის გარეშე მოვაგვარებთ
11:10 27.12.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მხარეებმა საზღვრის დემარკაციის მათ შორის დავითგარეჯას მონაკვეთის პრობლემებზეც ისაუბრეს.
პრემიერის განცხადებით ეს საკითხი ორ ქვეყანას შორის დიდი სკანდალის გარეშე გადაწყდება.
„ჩემი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენ საკამათო საკითხები დიდი სკანდალის გარეშე, ტავადვე გადავწყვიტოთ. ეს პროცესი ცოტა მივიწყებულია, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ საკითხის მოგვარება. ორივე მხრიდან იმუშავებენ ჯგუფები ამ საკითხის მოსაგვარებლად. აუცილებელია ყველა სახელმწიფოს ჰქონდეს და იცოდეს თავისი საზღვრები, შეიძლება რაღაც ეტაპზე გარკვეული დროც დაგვახარჯინოს თუმცა ეს მომავალში ურთიერთობებს გაგვიადვილებს”-განაცხადა ივანიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში 26 დეკემბერს გაემგზავრა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთს, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს.

ბეჭდვა