პაატა ზაქარეიშვილი ეროვნებით აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა
პაატა ზაქარეიშვილი ეროვნებით აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა
18:15 26.12.2012
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა პროექტის ”ახალგაზრდების განვითარების აკადემია” ფარგლებში შედგა, რომელსაც მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი ახორციელებს.
ზაქარეიშვილმა სტუდენტებს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულების - კონფლიქტების მოგვარებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციაზე მიაწოდა ინფორმაცია.
სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა სრულფასოვანი განათლება უნდა მიიღონ.
”ახალგაზრდებმა განათლება და შესაძლებლობები ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენონ. თქვენ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები ხართ” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
პაატა ზაქარეიშვილმა შეხვედრაზე კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მანვე, ახალგაზრდებს კონკრეტულ საკითხებში ჩართულობისა და აქტიურობისკენ მოუწოდა.


ბეჭდვა