ივანიშვილის და ალიევის შეხვედრა დასრულდა
ივანიშვილის და ალიევის შეხვედრა დასრულდა
12:57 26.12.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის გამართული შეხვედრა უკვე დასრულდა.

პრემიერისა და პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა "ზაგულბას" სასახლეში გაიმართა.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ენერგორესურსების ექსპორტის თემასაც.

ბეჭდვა