ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს ხვდება
ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს ხვდება
12:47 26.12.2012
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ხვდება.
პრეზიდენტთან შეხვედრამდე, პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციის წევრებთან
ერთად "საპატიო დაკრძალვათა" ხეივანში მივიდა, სადაც აზერბაიჯანელი ხალხის
საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის და მისი მეულის ზარიფა ალიევას
საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.

"საპატიო დაკრძალვათა" ხეივანის შემდეგ, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით, "შეჰიდების ხეივანში" გაემართა და "მარადიული ცეცხლის " მემორიალი შეამკო გვირგვინებით.

საქართველოს დელეგაცია აზერბაიჯანს დღეს დილით ეწვია. დელეგაციაში შედიან
საქართველოს საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე
სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი
და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუცის ხელმძღვანელი.
პრემიერის რანგში, ეს ბიძინა ივანიშვილის რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტია.

ბეჭდვა