ჯონდი ბაღათურია დიპლომატებს ხვდება
ჯონდი ბაღათურია დიპლომატებს ხვდება
12:41 09.03.2012
"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც ბაღათურია აცხადებს, იგი დიპლომატებს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციაში მონაწილეობის ამსახველ მასალებს წარუდგენს.

"ჩვენ გვაქვს მასალები, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ქონება პრეზიდენტისა და მისი ოჯახის საკუთრებაში გადადის. პრეზიდენტი შემოსავლებს მალავს, რადგან ის ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს ასახული" – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

"ქართული დასის" ლიდერის განცხადებით, პრეზიდენტის ოჯახს 2009–2010 წლებში "ქართუ" ფონდიდან 1 მლნ 100 ათასი ლარი აქვს მიღებული, რაც დეკლარაციით არ ჩანს.

ბაღათურია პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც მაღალჩინოსანთა საქმიანობას შეისწავლის და კორუფციულ სქემას გაშიფრავს.

დიპლომატებთან შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრაზე დიპომატების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან მიწვეული.

ბეჭდვა