პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში გაემგზავრა
10:17 26.12.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და აზერბაიჯანის პრემიერთან.
შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები, ბუნებრივი აირის საფასური და სავარაუდოდ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა იქნება.
ეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორე ოფიციალური ვიზიტია ამ რანგში.
ბიძინა ივანიშვილი შემდეგი ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

ბეჭდვა