ვანო მერაბიშვილი დენის ტარიფის გაიაფებას ხალხის მოტყუებად აფასებს
ვანო მერაბიშვილი დენის ტარიფის გაიაფებას ხალხის მოტყუებად აფასებს
17:15 24.12.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, ახალი მთავრობის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფების შესახებ განცხადებას ხალხის მოტყუებად აფასებს და აცხადებს, რომ 100 კილოვატი ელექტროენერგიის დახარჯვის შემთხვევაში, ოჯახი მხოლოდ 3 ლარის და 54 თეთრის დაზოგვას შეძლებს, რაც შეღავათი ხალხისთვის ვერ იქნება.
მერაბიშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც 1000 ლარიანი ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებდა, გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა.
„ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფება სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, არც ბიძინა ივანიშვილი აპირებს ამ თანხის საკუთარი ჯიბიდან გადახდას . ეს თანხები დაიფარება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მომავლის ხარჯზე“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა ენერგეტიკის სფეროს მომავალთან დაკავშირებით, კონფერენციის ჩატარებას გეგმავს.
ელექტროენერგიის ტარიფის 3,54 თეთრით გაიაფების შესახებ, დღეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა გააკეთა.

ბეჭდვა