გრიგოლ ქათამაძე დიპლომატიურ მოღვაწეობას ასრულებს
გრიგოლ ქათამაძე დიპლომატიურ მოღვაწეობას ასრულებს
16:20 24.12.2012
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გრიგორ ქათამაძე, დიპლომატიურ მოღვაწეობას ასრულებს.
გრიგოლ ქათამაძეს მისიის ვადა იანვრის ბოლოს ეწურება, რის შემდეგაც, ის დიპლომატიური საქმიანობის გაგრძელებას აღარ აპირებს.
„იანვრის ბოლოს მთავრდება ჩემი კადენციის ვადა და მე ვამთავრებ ჩემს დიპლომატიურ კარიერას, არა მარტო როგორც ელჩი უკრაინაში, არამედ ესაა საერთოდ ჩემი 20 წლიანი დიპლომატიურ კარიერის დასასრული“-განაცხადა ქათამაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ქათამაძეს უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობა წლების განმავლობაში ეკავა.

ბეჭდვა