GRASS-ი პოლიტიკურ ლიდერებს შორის გამწვავებულ რიტორიკასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
GRASS-ი პოლიტიკურ ლიდერებს შორის გამწვავებულ რიტორიკასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
14:39 24.12.2012
ორგანიზაცია GRASS-ი, ბოლო დღეების განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობასა და
ქართულ ოცნებას შორის არსებულ უკიდურესად ნეგატიურ რიტორიკასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს.

ამ მიზნით, ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საქართველოს განვითარების მთავარ ამოცანას, პირველ ოქტომბერს
გამართული არჩევნების შემდეგ ორ ძირითად პარტიას შორის ცივილიზებული და
დემოკრატიული ურთიერთობების ჩამოყალიბება წარმოადგენს. კოაბიტაციის გზით პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოახერხონ აუცილებელ რეფორმებზე და საგარეო პოლიტიკაზე
კონცენტრირება. პოლიტიკურ ოპონირებას და დაპირისპირებას არ უნდა შეეწიროს
ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

ბოლო დროს გამოკვეთლი ნეგატიური, შეურაცხმყოფელი რიტორიკა ორივე პარტიის
ლიდერების მხრიდან პირდაპირ ეწინააღმდეგება აღნიშნულ ამოცანებს და წარმოქმნის
ქვეყანაში დაპირისპირებისა და საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს“ - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ
საქართველოს ინტერესები, თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და
ქმედებებისაგან და გამონახონ კოაბიტაციისა და ცივილიზებული თანამშრომლობის
გზები.

ბეჭდვა