ბიძინა ივანიშვილი ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
16:33 21.12.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის კანცელარიაში, ევროპის საგარეო ურთიერთობებათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს და ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელს კშიშტოფ ლისეკს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს და ქვეყნის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ქართულ–რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემას.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ვიმსჯელეთ ბევრ საკითხზე,
ძირითადად მაინც კოჰაბიტაციის თემას შევეხეთ და ყველაზე მეტი პოლემიკაც სწორედ
ამ საკითხზე გვქონდა. მე დავარწმუნე ჩვენი მეგობრები, რომ
საქართველოში შერჩევითი სამართალი არ იქნება და პოლიტიკური
დევნა არ განხორციელდება“–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბეჭდვა