სოზარ სუბარი აშშ-ს ელჩს შეხვდა
სოზარ სუბარი აშშ-ს ელჩს შეხვდა
18:22 20.12.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, დღეს მინისტრ სოზარ სუბარისა და აშშ ელჩის რიჩარდ ნორლანდის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აშშ საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს პროგრამის დირექტორი აარონ ფიშმენიც ესწრებოდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ ელჩი სამინისტროში არსებული პრობლემებით და მათი მოგვარების სამომავლო პერსპექტივებით დაინტერესდა.
მინისტრმა პენიტენციურ სისტემაში არსებულ ისეთ პრობლემებზე ისაუბრა, როგორიცაა ჯანდაცვა, დაწესებულებების გადატვირთულობა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია.
აშშ-ს მხარე სამინისტროს რეფორმების განხორციელების კუთხით დახმარებას დაპირდა.

ბეჭდვა