სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული სტუდენტებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, კანონში ცვლილებები შედის
სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული სტუდენტებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, კანონში ცვლილებები შედის
15:18 20.12.2012
მიმდინარე წლის სტიქიური უბედურებებისაგან დაზარალებული სტუდენტებისათვის, განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით, II და III მოსმენით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილეს.
წარმოდგენილი ცვლილებებით სტიქიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარება გამოიყოფა.
კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

ბეჭდვა