მიხეილ სააკაშვილი- ახალ მთავრობას აჭარის მიმართ შურისძიების გრძნობა აქვს
მიხეილ სააკაშვილი- ახალ მთავრობას აჭარის მიმართ შურისძიების გრძნობა აქვს
13:54 20.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ ხელისუფლებას სოციალური დახმარებების გაუქმებაში ადანაშაულებს და ამის მაგალითად აჭარის რეგიონი მოჰყავს.
ამის შესახებ განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის საკრებულოს წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„გუშინ ვიყავი აჭარაში და მინდა გითხრათ, რომ სოციალური დახმარების ლოზუნგით მოსულმა მთავრობამ, იქ სოციალური დახმარების ყველა პროგრამა შეაჩერა. გასაგებია, რომ მათ აჭარასთან  სხვა, შურისძიების მოტივები აქვთ, მაგრამ როცა ახლადაშენებულ „თაუერზე“, რომელსაც მთელი მსოფლიო შენატრის, ანბანის კოშკზე და უნივერსიტეტის შენობაზე დასკვნას გამოიტან რომ ის დასაშლელია, ჩნდება კითხვა - ეს ხალხი სადმე სხვა პარალელურ სამყაროში ხომ არ არსებობდა და არსებობს, სად იზრდებოდნენ ან რა ფასეულობები აქვთ“ - აცხადებს სააკაშვილი.

ბეჭდვა