საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, კომენტარებს „ნაციონალური მოძრაობის“ კორუმპირებულობის შესახებ,
მისი ხელისუფლების მიერ აშენებული ახალი შენობების ფონზე აკეთებენ.
ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის საკრებულოს წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
„გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა რომ თურმე მე იმიტომ გამოვდივარ და იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩვენ აგარაკების მშენებლობა შეგვიჩერა. ამ განცხადებებს, ჩვენი კორუმპირებულობის შესახებ, აკეთებენ ჩვენს მიერ აშენებული და გაზიზინებული შენობების ფონნზე. სინდისიც ხომ კარგი საქონელია“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მაშინ როცა ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა, ვინმეს კორუმპირებულობაზე საუბარი საფუძველსმოკლებულია.
„ჩვენ 11-ჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი და ეს როგორ მოხდა მაშინ იქნებ ის მაინც აგვიხსნან. მე მესმის რომ მატემატიკაში მათი უმრავლესობა მოიკოჭლებს, რადგან ოროსნების დიდ ბრიგადასთან გვაქვს საქმე, მაგრამ გაგვიმარტონ როგორ მოხდა რომ ამდენი რამეც ავაშენეთ, ბიუჯეტიც გავზარდეთ და პირადი ცხოვრებაც მოვიწყვეთ?“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მანვე ხალხს არჩევნებამდე მის მიერ ნათქვამი სიტყვებიც შეახსენა და განაცხადა, რომ სამწუხაროდ ხალხს ყველაფერი გარანტირებული ეგონა, მათ შორის ბავშვების ქუჩაში უსაფრთხო გაშვება, პენსიებისა და ხელფასების ზრდა და ასე შემდეგ, რის სემდეგაც ხალხმა ცათვალა, რომ ამ ყველაფერს სხვაც გააგრძელებს.
პრეზიდენტის თქმით, მიღწეული უდიდესი შრომისა და ბრძოლის შედეგი იყო.
მიხეილ სააკაშვილმა, რუსთავში, მთავარი პროკურორის მოადგილის, ნაცვლიშვილის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის შევარდნაძის დროის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი იყო, რომელიც მის მიერ პარლამენტში შესვლას და ვარდების რევოლუციას „ზლუქუნით და ტირილით შეხვდა.
„ეს კაცი ტიროდა იმიტომ, რომ მისი კორუფციული ცხოვრება, კორუფციული სამყარო და გეგმები დაინგრა. და დღეს ხელისუფლებაში სწორედ ასეთი ადამიანები მოვიდნენ“ - დასძინა პრეზიდენტმა.
