მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს მიერ 8 წელიწადში აშენებულის დასანგრევად პრემიერს 50 წელიც არ ეყოფა
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენს მიერ 8 წელიწადში აშენებულის დასანგრევად პრემიერს 50 წელიც არ ეყოფა
12:05 20.12.2012
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რუსთავის საკრებულოს წევრებს შეხვდა.
სააკაშვილის თქმით, მისმა მთავრობამ რუსთავში ძალიან ბევრი გააკეთა, ბევრი პროექტი კი, რომელიც მათ დაიწყეს, ამ დროისთვის უკვე გაჩერებულია.
„გაჩერებულია გზის მშენებლობის პროექტიც, რომელშიც 150-მდე რუსთაველი იყო დასაქმებული. ახლა ხალხი ათასლარიან ვაუჩერსაც მისტირის და როცა მეკითხებიან სად არის ათასლარიანი ვაუჩერიო, მე ბოდიშს ვუხდი და ვპასუხობ, რომ მცირე პრობლემა შეიქმნა არჩევნებზეთქო. ამას მე ნიშის მოგებით არ ვამბობ, ეს უდიდესი პრობლემაა“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღიად აცხადებენ დაგეგმილი ნგრევის შესახებ, მისი მთავრობის მიერ 8 წელიწადში აშენებულის დასანგრევად და მიწასთან გასასწორებლად პრემიერ-მინისტრს 50 წელიც არ ეყოფა.

ბეჭდვა