ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს.
როგორც "ნიუსპრესს" ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიიდან აცნობეს, სხდომაზე რეგისტრატორთა მომზადების საკითხს განიხილავენ. საუბარი შეეხება პროექტ "კარდაკარის" განხორციელების დროს რეგისტრატორისთვის აგიტაციის აკრძალვის და რეგიონულ წარმომადგენლობებში კომისიის წევრების გადანაწილების საკითხებს.
ქვეყნის მასშტაბით 11 100 რეგისტრატორისთვის ტრენინგები 20 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.
