ქუთაისში მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობამ იმ შენობასთან მოუწყო აქცია, სადაც ის იმყოფებოდა
ქუთაისში მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობამ იმ შენობასთან მოუწყო აქცია, სადაც ის იმყოფებოდა
17:11 19.12.2012
ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მყოფ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მისი გადადგომის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია მოუწყო.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შენობა, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა, პრაქტიკულად ბლოკირებული იყო და სააკაშვილი აქციის გამო შენობის დატოვებას ვერ ახერხებდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ქართული ტელეკომპანიები ავრცელებენ.
ამ პერიოდისთვის პრეზიდენტმა შენობა უკვე დატოვა.
ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მცირე ინცინდენტსაც ჰქონდა ადგილი.

ბეჭდვა