პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია დიპლომატებს შეხვდება
პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია დიპლომატებს შეხვდება
10:08 09.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ოპოზიციური ფრაქცია საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
პარლამენტის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა "ქართული დასის" ლიდერს ჯონდი ბაღათურიას ეკუთვნის.
ბაღათურია პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ბიზნესის მონოპოლიის და მაღალჩინოსანთა კორუფციული სქემის შესწავლასა და გამოძიებას მოითხოვს. ამ საკითხზე განცხადება ბაღათურიამ პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობის დროსაც გააკეთა.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც არიან მიწვეული.

ბეჭდვა