პაატა ზაქარეიშვილი ქართველ და რუს ჟურნალისტებს შეხვდა
პაატა ზაქარეიშვილი ქართველ და რუს ჟურნალისტებს შეხვდა
15:40 19.12.2012
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქართველ და რუს ჟურნალისტებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაატა ზაქარეიშვილმა მათ კონფლიქტების მოგვარების, ასევე საქართველოსა და რუსეთის შორის ურთიერთობების განვითარების შესახებ, ახალი მთავრობის ხედვები გააცნო.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონული პოლიტიკის საკითხებს. სახელმწიფო მინისტრისა და ახალგაზრდა ჟურნალისტების შეხვედრა ე.წ. Chatham House-ის პრინციპით წარიმართა.
შეხვედრა პროექტის ”ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის” ფარგლებში შედგა, რომელსაც ”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი” ახორციელებს. პროექტი მიზნად ქართველი და რუსი ახალგაზრდა პროფესიონალების ცნობიერების ამაღლებას ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ და მათ შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას ისახავს.

ბეჭდვა