სააკაშვილი მსოფლიო მასშტაბით საქართველოს თავის მოჭრის საფრთხეს ხედავს
სააკაშვილი მსოფლიო მასშტაბით საქართველოს თავის მოჭრის საფრთხეს ხედავს
12:39 19.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ექსპოჯორჯიაში“ გამართულ გამოფენას სახელწოდებით - „ჰოლანდიელი არქიტექტორების დღეები საქართველოში“ ეწვია.
პრეზიდენტმა „ექსპოჯორჯიაში“ ქუთაისის აეროპორტის მაკეტიც ნახა და იმ ჰოლანდიელ არქიტექტორებს შეხვდა, რომლებმაც ეს აეროპორტი დააპროექტეს.
გამოფენის დათვალიერების შემდეგ, სააკაშვილმა აღმშენებლობის პროცესისა და არქიტექტურული კულტურის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში „ნგრევის შესახებ“ რიტორიკა კვლავ დიდია.
მისი თქმით, მიუღებელია ყველა ის მოწოდება, რომელიც ნგრევის პროცესს უკავშირდება.
„თანამედროვე ეპოქაში ერთადერთი მაგალითი პოლიტიკური ნიშნით ნგრევისა, არსებობს ავღანეთში, რომელიც თალიბებმა განახორციელეს. მე არ მგონია რომ XXI საუკუნეში საქართველომ თავი უნდა მოიჭრას მთელი მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი თანამედროვე შენობების ნგრევით“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ბეჭდვა