პარტია „თეთრები“ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეს მსვლელობას მოაწყობს
პარტია „თეთრები“ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეს მსვლელობას მოაწყობს
10:22 19.12.2012
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, პოლიტიკური პარტია „თეთრები“, დღეს თბილისიდან ქუთაისისკენ მსვლელობას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, ისინი მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე, 10 საათზე, იმ ადგილას ელოდებიან, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა , რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოს მიმართულებით საპროტესტიო მსვლელობა მოეწყობა.
პარტია „თეთრების“ ლიდერი, მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„დავადასტუროთ, რომ უნდა აღსრულდეს ხალხის ნება და საქართველო უნდა განთავისუფლდეს არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პრეზიდენტისაგან“ - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

ბეჭდვა