პარტია „თეთრები“ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხვალ მსვლელობას მოაწყობს
პარტია „თეთრები“ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხვალ მსვლელობას მოაწყობს
17:02 18.12.2012
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, პოლიტიკური პარტია „თეთრები“ ხვალ თბილისიდან ქუთაისისკენ მსვლელობას გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, ისინი მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე, 10 საათზე, იმ ადგილას ელოდებიან, სადაც დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა , რის შემდეგაც დასავლეთ საქართველოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა.
პარტია „თეთრების“ ლიდერი, მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„დავადასტუროთ, რომ უნდა აღსრულდეს ხალხის ნება და საქართველო უნდა განთავისუფლდეს არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პრეზიდენტისაგან“ - აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

ბეჭდვა